WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

თბილისის ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის N42-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი სავარაუდოდ ჩერდება. მიზეზი აქაც ავარიული შენობა და ექსპერტიზის დასკვნაა.

მოსწავლეების და მშობლების ცნობით, მათ დღეს შეიტყვეს, რომ სწავლას N51-ე საჯარო სკოლაში, მეორე სმენაში გააგრძელებენ, რაც მათ მოთხოვნებს ეწინააღმდეგება. მშობლების ნაწილი ითხოვს სამინისტროსთან შეხვედრას და ვითარების გარკვევას.

განათლების სამინისტროში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ სკოლის ადმინისტრაციამ და მშობლებმა სექტემბრიდან იცოდნენ, რომ სკოლას ესაჭიროებოდა ექსპერტიზა და მიმდინარეობს განხილვა, თუ რომელ შენობაში უნდა გადასულიყვნენ მოსწავლეები.

“ტვ პირველის” რეპორტაჟიდან ვიგებთ, რომ მოსწავლეებმა სამინისტროს შეხვედრებზე შესთავაზეს რამდენიმე შენობა ალტერნატიული ფართის სახით, სადაც პირველ სმენაში შეძლებდნენ სწავლის გაგრძელებას მაგრამ, საბოლოოდ, მათი მოთხოვნები არ გაითვალისწინეს.