გაერთიანებული სამეფოს პრინცი ჰარი უკრაინაში იმყოფებოდა

1 week ago 10

გაერთიანებული სამეფოს პრინცი, სასექსის ჰერცოგი ჰარი უკრაინაში იმყოფებოდა.

ვიზიტი წინასწარ გამოცხადებული არ ყოფილა და როგორც BBC და The Telegraph-ი წერენ, ცნობილი გახდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანეთის პრინცმა უკრაინა დატოვა.

სასექსის ჰერცოგი ჰარი უკრაინის ქალაქ ლვოვში ესტუმრა ცენტრს Superhumans, სადაც რეაბილიტაციას გადიან რუსეთთან ომში დაჭრილი სამხედროები.

პრინცი ჰარი ლვოვის სარეაბილიტაციო ცენტრში იმყოფებოდა თავისი საქველმოქმედო ფონდის, Invictus Games-ის მიერ ორგანიზებული სპორტული თამაშების მონაწილე ოთხი ვეტერანის თანხლებით.

ფონდის მიზანია მსოფლიოში დაშავებული სამხედროების რეაბილიტაცია სპორტში მათი ჩართვის გზით.

თავად პრინცი ჰარი ათ წელს მსახურობდა დიდი ბრიტანეთის არმიაში.

სრულად წაკითხვა