გაიზარდა ქალაქ დნეპრზე დრონებით შეტევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი, მათ შორის ერთი ბავშვია

1 day ago 9

უკრაინის ქალაქ დნეპრზე რუსული დრონებით მასირებული შეტევის შედეგად დაიღუპა სამი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი. განახლებული ინფორმაცია დღეს, 17 აპრილს დილით გამოაქვეყნა უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა. მანამდე დადასტურებული იყო ორი ადამიანის სიკვდილი.

რუსეთის ჯარებმა უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრს უპილოტო საფრენი აპარატებით 16 აპრილს, ღამით დაარტყეს.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის წინასწარი მონაცემებით, დაიჭრა 28 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი. დაზიანებულია სახლები, სასწავლო დაწესებულება, სტუდენტების საერთო საცხოვრებელი და ავტომობილები.

ქალაქში გაჩენილი ხანძრების ლიკვიდაციაში ჩართული იყო 173 მეხანძრე-მაშველი და 37 ერთეული ტექნიკა.

სრულად წაკითხვა