გაიცანით ბერძნული „ეთნიკოსის“ ქართველი თავდამსხმელი, წყალბურთელი გიორგი მესხი (ვიდეო)

4 weeks ago 45

ქართველი წყალბურთელი, ბერძნული კლუბის, Ethnikos Piraeus-ის 25 წლის თავდამსხმელი გიორგი მესხი ბავშვობიდან იყო გატაცებული სპორტით. 6 წლიდან დადიოდა ცურვაზე, ხოლო 9 წლისა წყალბურთზე შევიდა. მოგვიანებით კლუბ „ლიგამუსის“ კაპიტანი გახდა, შემდეგ იყო კლუბ „არენას“ კაპიტანი. არის საქართველოს ჩემპიონი წყალბურთში.

გიორგი მესხი 2016 წელს ორი წლით გაემგზავრა სერბეთის ქალაქ ნოვი-სადში და თამაშობდა უმაღლესი ლიგის გუნდში “Voj Vodina”. ამ პერიოდში მიწვეული იყო საქართველოს ახალგაზრდულ ეროვნულ ნაკრებში და ითამაშა ევროპის ჩემპიონატზე ნიდერლანდებში, აგრეთვე, მსოფლიო ლიგაზე. შემდეგ ერთი წელი თამაშობდა უმაღლესი ლიგის  სერბულ კლუბ „შაბაცში“. გიორგი მესხი 2018 წელს ესპანეთში საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში მონაწილეობდა ევროპის ჩემპიონატში. ითამაშა ადრიატიკის ლიგა, არის სერბეთის თასის და სერბეთის ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი – ფლობს ორ ვერცხლის მედალს.

სერბეთიდან დაბრუნების შემდეგ 4 წელი თამნასობდა საქართველოში, იყო საქართველოს ჩემპიონის – „დინამო თბილისის“ კაპიტანი და ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, სადაც გატანილი აქვს არაერთი გოლი. გიორგი 2023-2024 წლების სეზონში ბერძნულ კლუბ „ეთნიკოს პირეოსში“ თამაშობს საბერძნეთის A1 ლიგაში.

გიორგი მესხი (მარცხნივ)„ეთნიკოსის“ კაპიტანთან, მონტენეგროელ ტესანოვიჩთან და მის მეუღლესთან – ნინასთან ერთად

სპორტის პარალელურად გიორგი დიდ ყურადღებას უთმობს განათლებას. სკოლის დამთავრების შემდეგ მან სწავლა განაგრძო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე (საბანკო განხრით). ამასთანავე, არის ევგენი მიქელაძის სახელობის მუსიკალური სასწავლებლის კურსდამთავრებული (კურსი მოიცავს 12 წელს) გიტარის განხრით. 2022/23 წელს გაიარა „ჯიპას“ მაგისტრატურის პროგრამა პიარის განხრით.

გიორგი მესხთან ინტერვიუ სპეციალურად nostal.ge-სთვის ნინო ბაჯელიძემ , ლელა შენგელმა და გვანცა მეტრეველმა ათენში ჩაწერეს.

ახლა კი მოუსმინეთ გიორგის სიმღერას გიტარის აკომპანემენტით – „ვარდს ნუ ეტრფი“, რომლის მუსიკის ავტორია არჩილ კერესელიძე, ტექსტი ეკუთვნის პეტრე გრუზინსკის.

ეს კი გიორგის გოლია „ეთნიკოსის“ და „აეკის“ შეხვედრაში.

სრულად წაკითხვა