WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

20.08.202620.08.2026

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.

სამოქალაქო სოლიდარობის კამპანიის ფარგლებში გამოსახლეობის მომლოდინე ორი ოჯახისთვის აქტივისტებმა 17 ათასი ლარი მოაგროვეს. თუმცა როგორც კამპანიის ორგანიზატორი, სამოქალაქო აქტივისტი და სოციალ-დემოკრატი გოტა ჭანტურია ამბობს, სამწუხაროდ, ეს თანხა საკმარისი არ არის, რომ კაკიაშვილებისა და ბალახაძეების ოჯახის პრობლემები გადაიჭრას.

გოტა ჭანტურიამ მაია კაკიაშვილთან ერთად მედიისთვის ბრიფინგიც გამართა.

“წელს გამოსახლებები კვლავ განახლდა და ისევ კაკიაშვილები და ბალახაძეები აღმოჩნდნენ გამოსახლების  საფრთხის წინაშე. ამიტომ, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საზოგადოებას სოლიდარობისკენ. გაზაფხულიდან მოძრაობა „ხმის“ ინიციატივით უკვე 14 000 ლარზე მეტი შეგროვდა ამ ოჯახების დასახმარებლად. გუშინ კი მოქალაქეებმა სოლიდარობის კამპანიის ახალი ეტაპი დავიწყეთ და დღეს გვინდა საზოგადოებას პირველი შედეგები გავაცნოთ. ამ დროისთვის უკვე შეგროვებულია 17 000 ლარზე მეტი. ეს მნიშვნელოვანი შედეგია, მაგრამ ჩვენი მიზანი ჯერ მიღწეული არ არის. ეს კამპანია უნდა გაგრძელდეს და მასში კიდევ უფრო მეტი ადამიანი უნდა ჩაერთოს”, – განაცხადა გოტა ჭანტურიამ.

მისი თქმით, საქმე მხოლოდ ორი ოჯახის დახმარებას არ ეხება.

“რა თქმა უნდა, ჩვენი პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომ გუჯამ და მაიამ და მათმა ოჯახებმა დღეს სახლი არ დაკარგონ, მაგრამ ამასთან ერთად, ეს არის ბრძოლა იმ იდეისთვის, რომ ადამიანი საცხოვრებლის გარეშე არ უნდა რჩებოდეს. საცხოვრებელი არ შეიძლება იყოს ისეთი რაღაც, რაზეც მხოლოდ ფინანსურად ძლიერ ადამიანებს მიუწვდებათ ხელი. თუ დღეს ასობით და ათასობით ადამიანი, თუნდაც მცირე თანხით დავუდგებით ამ ოჯახებს გვერდით, ეს იქნება არა მხოლოდ კონკრეტულად ორი ოჯახის დახმარება, არამედ ძალიან მკაფიო სიგნალი სახელმწიფოსთვის. არ შეიძლება ადამიანები გამოასახლო უკანასკნელი საცხოვრებლიდან. არ შეიძლება სახელმწიფო ადამიანებს მხოლოდ აღსრულების პოლიციის სახით ეცხადებოდეს. სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, დაინახოს ის სოციალური პრობლემა, რომელიც ამ ადამიანების უკან დგას და შექმნას ისეთი სისტემა, რომელშიც ადამიანებს არ მოუწევთ კაბალური პირობებით სესხის აღება, არ გახდებიან თაღლითური სქემების მსხვერპლნი და მერე უსახლკაროდ დარჩენა. დღეს სახელმწიფო თავის სოციალურ ვალდებულებას არ ასრულებს, ამიტომ, სანამ სახელმწიფო ამ პასუხისმგებლობას არ იღებს, ჩვენი პასუხისმგებლობაა, ერთად გვერდში დავუდგეთ მათ. არ დავუშვათ, რომ ოჯახები უსახლკაროდ დარჩნენ. გუჯას და მაიას ბრძოლა მხოლოდ მათ ბრძოლა არ არის, ეს ჩვენი საერთო ბრძოლაა. და კიდევ ერთხელ ვამბობთ: სოლიდარობა”, – განაცხადა გოტა ჭანტურიამ.


მედიასთან კომენტარი გააკეთა მაია კაკიაშვილმაც. ის 2008 წლის ომის ვეტერანია. ომში ორსული მონაწილეობდა. ის იხსენებს, რომ ფინანსური პრობლემები 2014 წლიდან დაეწყო, როცა დედის ავადმყოფობის გამო მცირე ვალის აღება მოუწია. თუმცა მცირე თანხა ბოლოს დიდ ვალად დააწვა.

„რაც მებადა ყველაფერი დავკარგე ამ ჩანაცვლება-ჩანაცვლებებით, ახლა ვარ ბოლო ეტაპზე, ეს 36 კვადრატი რაც არის დარჩენილი, იქიდანაც უკვე მიპირებენ გამოსახლებას. ყველა სამართლებრივი რესურსი ამოწურულია, აღსრულებაც უკვე ბოლო ეტაპზეა“, – ამბობს მაია.


კაკიაშვილებისა და ბალახაძეების ოჯახისთვის სოლიდარობის კამპანია მიმდინარეობს. თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია შემდეგ ანგარიშებზე:

საქართველოს ბანკი: #GE32BG0000000613039749

TBC ბანკი: #GE93TB7236345064300131

ფეიფალი: http://paypal.me/sonakalandadze მ

იმღები — სონა კალანდაძე paypal.me