რეჟისორი, დრამატურგი და მსახიობი ოთარ ქათამაძე დღეს გარდაიცვალა.
მას შემდეგ, რაც ოთარ ქათამაძეს ანევრიზმა გაუსკდა, რეანიმაციაში იყო მოთავსებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით ბოლო დღეებში დამძიმდა.
საზოგადოება მის გადასარჩენად გაერთიანდა. მოგვიანებით სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ოთარ ქათამაძე 1983 წლის 9 ივლისს დაიბადა. ოთარ ქათამაძემ 2004 წელს დაამთავრა ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 2014 წელს დაამთავრა ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტი რეჟისურის განხრით. 2004-2006 წლებში იყო თბილისის თეატრალური სარდაფის მსახიობი. ის იყო პროექტების — “შენი იდეა ბათუმს” გამარჯვებული და “კუპატას” რეჟისორი და სცენარის ავტორი. ამას გარდა, ოთარ ქათამაძეს გამოცემული აქვს პიესების კრებული. ოთარ ქათამაძის, როგორც დრამატურგის ერთ-ერთი წარმატებული პიესაა “აივანი”.
წყარო: NewsOn.ge