ტოლმა ჭარხლის ფოთოლში – რეცეპტი

25 minutes ago 1

ტოლმა ჭარხლის ფოთოლში - რეცეპტიტოლმა ჭარხლის ფოთოლში

ინგრედიენტები:

ჭარხლის ფოთლები – 10 ცალი;

ბრინჯი – ერთი ყავის ჭიქა;

სტაფილო – საშუალო ზომის ერთი ცალი;

მცენარეული ცხიმი (ან თქვენთვის სასურველი ცხიმი);

ნიორი – 2-3 კბილი;

ოხრახუში, ქინძი ნახევარ-ნახევარი კონა, რამდენიმე ღერი ნიახური;

ტომატი 2-3 სუფრის კოვზი;

მარილი, ქონდარი, შავი პილპილი გემოვნებით.

მომზადება:

ჭარხლის ფოთოლს მოაჭერით ღეროები, დაასხით ადუღებული წყალი და მაშინვე გადაწურეთ.

გახეხეთ სტაფილო, მოაყარეთ მოწალული ბრინჯი, მწვანილი, ქონდარი, ნიორი, წვრილად დაჭრილი ხახვი, მარილი, პილპილი, ცხიმის ნახევარი. აურიეთ და შეახვიეთ ჭარხლის ფოთოლში. ქვაბში ჩაალაგეთ, ზემოდან სიმძიმე დაადეთ, დაასხით წყალი ისე, რომ დაფაროს, დაამატეთ ტომატი და მოხარშეთ. სადილის დასრულებამდე მოაყარეთ ოხრახუში და ცეცხლიდან გადმოდგით.

ძალიან გემრიელია ნივრიან მაწონთან ერთად.

სრულად წაკითხვა