WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ქუ­თა­ი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან, 2 წლის წინ გარ­დაც­ვლი­ლი სტი­ქა­როს­ნის, თემო ხა­დუ­რის ოჯა­ხის წევ­რებ­მა და ახ­ლობ­ლებ­მა აქ­ცია გა­მარ­თეს.

ოჯა­ხი საქ­მის ხე­ლა­ხალ გა­მო­ძი­ე­ბას და დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის დას­ჯას ითხოვს.

გარ­დაც­ვლი­ლის დედა, ნინო გვი­ში­ა­ნი აღ­ნიშ­ნავს, რომ თემო ხა­დურს სხე­ულ­ზე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ჰქონ­და.

,,რა­ტომ მოკ­ლეს?! დევ­ნა იყო პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის ჩემს შვილ­ზე და იქ დამ­თავ­რდა, აღარ ჩანს. გარ­დაც­ვლილ თემო ხა­დურს სამი დღის მერე ნა­ხუ­ლო­ბენ. ლპო­ბის შე­დე­გად, დე­დამ შვი­ლი ვერ და­ვი­ტი­რე, იცით ეს რას ნიშ­ნავს?! საღ­სა­ლა­მა­თი ან­გე­ლო­ზი შვი­ლი სახ­ლი­დან გა­ვუშ­ვი. ვერ გა­მა­ჩე­რებთ! გავ­გიჟ­დი უკვე, ამას თუ ელო­დე­ბო­დით.

ანუ, სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი არის ჩემ­თვის არაფ­რის მომ­ცე­მი – ნა­ბეგ­ვი, გა­ლა­ხუ­ლი, დარ­ტყმუ­ლი ბლაგ­ვი სა­გა­ნი და მერე ჩაგ­დე­ბუ­ლი წყალ­ში, სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სი­ცხე­ში, რომ ეს კვა­ლი და­ე­ფა­რათ,” – აცხა­დებს თე­მურ ხა­დუ­რის დედა.

ცნო­ბის­თვის, თემო ხა­დუ­რის ცხე­და­რი 2024 წლის 28 აგ­ვის­ტოს, მდი­ნა­რე წა­ჩხუ­რას კა­ლა­პოტ­ში ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა იპო­ვეს.

წყარო: Ambebi.ge