გაურკვეველია დაზიანდა თუ არა გელათი

1 month ago 6

ამ დროისთვის გაურკვეველია დააზიანა თუ არა დიდთოვლობამ გელათი.

„ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლის“ წარმომადგენელი თორნიკე ბარათაშვილი ამბობს, რომ გზები გელათამდე გაწმენდილი არ არის და ადგილზე მისვლა ვერ მოახერხეს.

„მინდოდა მისვლა, გადამოწმება, რამე ხომ არ არის დაზიანებული, რადგან დიდი ნალექია, სახურავი კი ბოლომდე გაკეთებული არაა. თოვლის გამო მოწამეთამდეც ვერ მივედი, მიუხედავად იმისა, რომ პატარა მანქანით არ ვყოფილვართ“, - ამბობს თორნიკე ბარათაშვილი.

რამდენიმე დღეა ქვეყნის მასშტაბით გაუჩერებლად თოვს. დიდთოვლობის გამო დასავლეთ საქართველოში დაზიანდა შენობა-ნაგებობები, ჩაინგრა სახლების სახურავები. ქუთაისში ახლაც თოვს.

მე-12 საუკუნის ხუროთმოძღვრების გამორჩეული ძეგლ გელათში ბოლო წლების განმავლობაში წყალი ჟონავდა. დაზიანდა ფრესკები. 2024 წელს სარესტავრაციო სამუშაოები კულტურის სამინისტრომ საპატრიარქოს გადააბარა. როგორც საპატრიარქოში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, გელათთან დაკავშირებული სიახლეები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის საიტზე დაიდება.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, სააგენტოს რეგიონული მონიტორინგის ჯგუფები მობილიზებულნი არიან და მუდმივად უკავშირდებიან შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, რათა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაზიანების რისკი თავიდან აიცილონ. სააგენტოს მონაცემებით, ამ დრომდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაზიანების ფაქტი არ გამოვლენილა.

სრულად წაკითხვა