გაფრთხილება: ერთგვაროვანი რაციონი დეპრესიას იწვევს!

11 hours ago 3
ახალგაზრდა ქალი დეპრესიაში - ერთგვაროვანი კვება ფსიქიკური აშლილობის მიზეზი შეიძლება გახდეს

მეცნიერები ისრაელიდან ხანგრძლივი კვლევების შედეგად იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ერთგვაროვან და უგემურ საკვებს შეუძლია ხელი შეუწყოს ნერვული დაავადებებისა და ფსიქიკური აშლილობის განვითარებას. სპეციალისტთა აზრით, უგემური საჭმელი აქვეითებს ემოციურობას, იწვევს აპათიას და ქრონიკულ დაღლილობას.

ასევე, მეცნიერთა დაკვირვებით, მკაცრი დიეტა, რომელშიც გამოყენებულია პროდუქტები არა გემოვნების, არამედ კალორიულობის მიხედვით, შეიძლება ნამდვილი ნერვული აშლილობის მიზეზი გახდეს. სპეციალისტთა თქმით, ადამიანებს, რომლებსაც დეპრესიისკენ აქვთ მიდრეკილება, საკვები სულ უფრო უსიამოვნო ეჩვენებათ და ზიზღსაც კი იწვევს. ავადმყოფები ავტომატურად ჭამენ და „შთანთქმული“ საკვების რაოდენობას ვერც კი აცნობიერებენ, ამიტომაც იწყებენ წონაში მატებას.

„დიეტური დეპრესიის“ მსხვერპლი ხშირად ხდებიან ხოლმე ქალები, რადგან სწორედ მათ სჩვევიათ სხეულის და სულის გვემა ყველა სახის დიეტებით. ორგანიზმი საკმარისად ვერ იღებს სასიცოცხლოდ აუცილებელ ნივთიერებებს – ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, ვიტამინებსა და მინერალებს. შედეგად კი ტვინს აკლდება სასარგებლო ნივთიერებები და მთელ ორგანიზმში გზავნის განგაშისა და დაძაბულობის სიგნალებს, რის გამოც ადამიანი დაუკმაყოფილებლად, გაღიზიანებულად და უბედურად გრძნობს თავს. აქედან კი მარტივი დასკვნა: ხანგრძლივად ერთგვაროვანი რაციონის მიხედვით კვება ჯანმრთელობისთვის საზიანოა!

თამთა გურული

სრულად წაკითხვა