გაცვდა ყველაფერი, რაც აკერმანის სახელმძღვანელოში ეწერა. მეოთხე ტალღა რევოლუციის მოწყობის, „ნაცმაიდნის“ მცდელობის იყო ბევრად უფრო სუსტი

2 weeks ago 4

წაკითხვა: 2

ქართული საზოგადოებისთვის იყო ძალიან უსიამოვნო 4 წლის განმავლობაში რევოლუციის 4 მცდელობის ყურება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ეს ყველაფერი იყო ძალიან უსიამოვნო, გარკვეული კითხვები ისმებოდა ხოლმე ჩვენს ნაბიჯებთან დაკავშირებით, მათ შორის ამ კონტექსტში. ერთი რამ მინდა შეგახსენოთ, ამ 4 მცდელობის მაგივრად, რომ ყოფილიყო ერთი მცდელობა, მაგალითად ახლა, ამ მცდელობის რესურსი იქნებოდა ბევრად უფრო ძლიერი. ახლა ჩანს, რომ ძალიან ბევრი რესურსი გაანიავეს დროდადრო ამ 4 წლის განმავლობაში. შესაბამისად, რევოლუციის მცდელობის მეოთხე ტალღა იყო ბევრად უფრო სუსტი, ვიდრე შეიძლებოდა, ყოფილიყო სხვა შემთხვევაში. 

ამ აქციებზე თქვენ ხედავდით, რომ აღარ ჩანდა ახალგაზრდა გოგონა, რომელიც ტუჩსაცხს ისვამდა პოლიციელის წინაშე, ან ყვავილით მისული ახალგაზრდა გოგონები, ან ქორწილიდან გამოქცეული წყვილი აქციაზე მისული, გაცვდა ყველაფერი, რაც აკერმანის სახელმძღვანელოში ეწერა. მეოთხე ტალღა რევოლუციის მოწყობის, „ნაცმაიდნის“ მცდელობის იყო ბევრად უფრო სუსტი, ვიდრე ეს შეიძლებოდა, ყოფილიყო სხვა შემთხვევაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პოსტის ნავიგაცია

სრულად წაკითხვა