გახარია სააკაშვილზე: გგონიათ მიხარია, რომ ქვეყნის პრეზიდენტი ციხეშია?

4 weeks ago 26

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, მისი თანაპარტიელების განცხადებას განმარტავს მიხეილ სააკაშვილის კლინიკიდან საპატიმროში დაბრუნებასთან დაკავშირებით.

ამ თემაზე წაიკითხეთ: „ოცნებამ“ გაგვაგებინოს, რატომ არ გადაჰყავთ სააკაშვილი ციხეში? — ლილუაშვილი

გახარიას თქმით, თუ მიხეილ სააკაშვილს მკურნალობა არ სჭირდება, ეს მისსავე ინტერესშია, რადგან გახარიას აზრით, მის ჯანმრთელობას პოლიტიკურად იყენებს ყველა „ვისაც არ ეზარება“:

„მისთვისვე ჯობია ამ პოლიტიკური თემიდან გაიყვანონ. იმიტომ რომ ამ პოლიტიკური თემებიდან თუ გაიყვანეს, ჩნდება შესაძლებლობა ჰუმანიტარულ განზომილებაში მისი პრობლემა გადაწყდეს. თქვენ გგონიათ მე მიხარია, რომ ქვეყნის პრეზიდენტი ციხეშია და ამ სამარცხვინო კადრებს რომ ანახებს „ოცნება“ მთელ მსოფლიოს, თქვენ გგონიათ ეს მე მომწონს? არ მომწონს,“ — ამბობს გიორგი გახარია გადაცემაში „რეაქცია“.

სრულად წაკითხვა