გახარიას პარტია დღეიდან საპარლამენტო საქმიანობას იწყებს

10 hours ago 5

ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტია - „გახარია საქართველოსთვის“ სადავო პარლამენტში მუშაობას იწყებს - დღეს, 28 ოქტომბერს ისინი პირველად დაესწრებიან პლენარულ სხდომას. „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშენიძემ მათი იქ ყოფნა „განსხვავებული აზრის პარლამენტში დაბრუნებას“ ემსახურება.

„ჩვენი პარლამენტი შემოსვლა არ ნიშნავს ამ პარლამენტის ლეგიტიმაციის მიცემას ან არ მიცემას. ეს ნიშნავს რეალობისთვის თვალის გასწორებას...“ - ამბობს გიორგი შარაშიძე.

მისი თქმით, სადავო პარლამენტს „ქართულ ოცნებას“ ლეგიტიმაციის პრობლემა მოუხსნა თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტირების შესახებ „ტოტალურმა კამპანიამ“.

„მისასალმებელია, მართალია დაგვიანებით - ერთი წლის თავზე, თუმცა ერთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა, პარტიამ აღიარა ხალხის ნება, აღიარა დემოკრატია და შეუდგა სადეპუტატო უფლებამოსილების შესრულებას... სამწუხაროა, რომ ზოგმა პარტიამ დაიწვა უკან დასახევი ხიდები, შეიძლება დღეს უნდოდეთ პარლამენტში ყოფნა, მაგრამ ამის შესაძლებლობა თავადვე მოუსპეს... “ - თქვა შალვა პაპუაშვილმა, სადავო პარლამენტის თავმჯდომარემ სხდომაზე, რომელსაც პირველად ესწრებიან „გახარია საქართველოსთვის“ წევრები.

მასალა განახლდება

სრულად წაკითხვა