გერმანია უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის 2029 წლამდე 11 მილიარდ ევროს დახარჯავს

4 months ago 39

გერმანია განაგრძობს უკრაინის სამხედრო დახმარებას და ამ მიზნით 2029 წლამდე 11 მილიარდ ევროს დახარჯავს.

ბრიუსელში, უკრაინის მხარდამჭერი საკონტაქტო ჯგუფის დღევანდელ შეხვედრაზე გერმანიის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ უკრაინა წელსვე მიიღებს სამხედრო დახმარების მსხვილ პარტიას.

პისტორიუსის ინფორმაციით, უკრაინას გადასცემენ საჰაერო თავდაცვის 4 სისტემას IRIS-T, 300 მართვად რაკეტას, 25 ჯავშანმანქანა Marder-ს, 15 ტანკს Leopard 1A5, 14 საარტილერიო სისტემას, 100 რადარს და 30 რაკეტას სისტემა Patriot-სთვის და სხვა.

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა სოციალურ ქსელ X-ში თავის ოფიცუალურ გვერდზე დაწერა, რომ მადლობას გერმანიას და მინისტრ პისტორიუსს დღევანდელი განცხადებისთვის, რომ 2029 წლამდე უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის 11 მილიარდ ევროს გამოჰყოფენ.

უმეროვის თანახმად, უკვე წელს მისაღები შეიარაღება უკრაინას დაეხმარება საკუთარი ცის დაცვაში და ბრძოლის ველზე პოზიციებს გაუძლიერებს.

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა მადლობა გადაუხადა დიდ ბროტანეთსაც, რომელმაც დღეს გამოაცხადა, რომ ნორვეგიასთან ერთად უკრაინას გაუწევს 450 მილიონი გირვანქა სტერლინგის სამხედო დახმარებას.

სრულად წაკითხვა