გერმანიაში ჩინეთის სასარგებლოდ შპიონაჟში ჩართული პირი დააკავეს

1 week ago 18

ევროპარლამენტის წევრის თანაშემწე ულტრამემარჯვენე პარტიიდან „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ჩინეთისთვის "განსაკუთრებით მძიმე" შპიონაჟის ბრალდებით დააკავეს. ეს ევროპაში ბოლო პერიოდში მსგავსი დაპატიმრებების სერიიდან ერთ-ერთი ინციდენტია.

პროკურორებმა სამშაბათს გავრცელებულ განცხადებაში ის მოიხსენიეს, როგორც იან ჯ. (Jian G.) და ბრალი დასდეს ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოში გამართული დისკუსიების შესახებ ინფორმაციის ჩინეთის დაზვერვისთვის გადაცემაში.

ივნისის არჩევნებში პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მთავარი კანდიდატის, მაქსიმილიან კრაჰის ვებგვერდი ერთ-ერთ მის თანაშემწედ იან გუოს ასახელებს. კრაჰმა განაცხადა, რომ გუოს დაკავების შესახებ მედიისგან შეიტყო და ბრალდების დადასტურების შემთხვევაში მასთან მუშაობას შეწყვეტს.

ბოლო თვეების განმავლობაში დასავლეთ ევროპაში განსაკუთრებით მოიმატა ჩინური ჯაშუშობის შესახებ გავრცელებულმა ცნობებმა.

22 აპრილს, გერმანიის სამი მოქალაქე დააკავეს, რომლებიც ჩინეთისთვის სამხედრო აპლიკაციების ტექნოლოგიების გადაცემაში არიან ეჭვმიტანილი.

ასევე გუშინ, ბრიტანეთში ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ორ მამაკაცს წაუყენეს ბრალი, მათ შორის ერთი, როგორც ცნობილია, მუშაობდა მმართველი „კონსერვატიული პარტიის“ ცნობილი დეპუტატის საპარლამენტო მკვლევარად.

25 მარტს, შეერთბულმა შტატებმა და ბრიტანეთმა პეკინი მილიონობით ადამიანის წინააღმდეგ კიბერშპიონაჟში დაადანაშაულეს, მათ შორის კანონმდებლების, აკადემიკოსებისა და ჟურნალისტების და ასევე კომპანიების წინააღმდეგ ჯაშუშობაში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ვანგ ვენბინმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ცნობები ევროპაში ჩინური ჯაშუშობის შესახებ იყო „აჟიოტაჟი“ და „ჩინეთის დისკრედიტაციის“ წინააღმდეგ მიმართული ძალისხმევა.

სრულად წაკითხვა