“გვაქვს საქმე ადამიანთან, რომელმაც ისეთი საქმე გააკეთა საქართველოსთვის, არავის რომ არ გაუკეთებია – გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

4 hours ago 1

წაკითხვა: 1

“გვაქვს საქმე ადამიანთან, რომელმაც ისეთი საქმე გააკეთა საქართველოსთვის, არავის რომ არ გაუკეთებია ‘– განაცხადა გიული ალასანიამ მის შვილზე, მიხეილ სააკაშვილზე, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

“ამიტომ ისჯება. მე ის მიკვირს, რომ ამ ყველაფრის შემდეგ, საზოგადოების ნაწილი მაინც ვერ მიხვდება, რომ სააკაშვილია მთავარი სამიზნე.  არის ადამიანი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა ქვეყნისთვის და არის ეს ქვეყანა, რომელმაც ეს გაუკეთა ამას {მიხეილ სააკაშვილს}”  – განაცხადა გილი ალასანიამ.

მიხეილ სააკაშვილს, ორივე სასჯელის შეკრების პრინციპით, საბოლოოდ, 12 წლითა 6 თვით განესაზღვრა პატიმრობა.

პოსტის ნავიგაცია

სრულად წაკითხვა