27 მარტი 2024, 11:26

2

“გილოცავთ მთელ საქართველოს ამ ისტორიულ გამარჯვებას!” – ამის შესახებ აშშ-ის საელჩომ სოციალურ ქსელში დაწერა და ეროვნულ ნაკრებსა და მთელ საქართველოს ისტორიული გამარჯვება მიულოცა.

“ვულოცავთ ეროვნულ ნაკრებსა და ყველა გულშემატკივარს ოცნების ახდენას.

გილოცავთ მთელ საქართველოს ამ ისტორიულ გამარჯვებას!” – წერს საელჩო.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ თამაშში საბერძნეთს, პენალტების სერიაში 4:2 მოუგო. საქართველო ევროპა 2024-ში ითამაშებს.