„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბარამიძე დააკავეს.
ის საკუთარი სახლიდან წაიყვანეს.
„ახლა მობრძანდნენ ბატონები და მითხრეს, რომ დაკავებული ვარ საქართველოს ღალატისთვის. არ გრცხვენიათ, მაგას რომ მეუბნებით?“, — მიმართავს ბარამიძე პოლიციელებს დაკავებისას.
პროკურატურაში 19:00 საათზე ბრიფინგი ჩაინიშნა.
გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლებით გამოძიება მიმდინარეობდა იაგო ხვიჩიას გადაცემაში „საქართველოს დაბადება“ გაკეთებული განცხადების გამო. აფხაზეთის ომის დროს ტყვეების გაცვლაზე საუბრისას ბარამიძემ თქვა, რომ „ჩვენებს ტყვეები არ აჰყავდათ“ და იაგო ხვიჩიას კითხვას, თუ რატომ მოხდა ასე, უპასუხა, რომ „ხვრეტდნენ“.
პროკურატურის ცნობით, გამოძიებას საფუძვლად დაედო სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის განცხადება. პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ სამსახურის დირექტორი კობა კობალაძე, ომის ვეტერანები მალხაზ თოფურია და გია ნიშნიანიძე, „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტი გოგა ხაინდრავა და ჟურნალისტი კობა ლიკლიკაძე.
გიორგი ბარამიძეს რუსეთის მიერ დაუსწრებლად 6 წლითა და 6 თვით პატიმრობა აქვს მისჯილი უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ომში მონაწილეობის გამო.
ამ თემაზე:
რა თქვა გიორგი ბარამიძემ აფხაზეთის ომზე და რას ედავება მას გამოძიება
netgazeti