გიორგი თარგამაძე საგამოძიებო კომისიაზე დაიბარეს, თუმცა ის მისვლას არ აპირებს

2 days ago 7

წაკითხვა: 2

ჟურნალისტი და გადაცემა “დროების” წამყვანი გიორგი თარგამაძე დროებითი საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დაიბარეს, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომს ეხება, თუმცა, თარგამაძე ამბობს, რომ არ აპირებს სხდომაზე მისვლას.

ამის შესახებ მან საკუთარ გადაცემაში განაცხადა.

„საერთოდ გაუგებარია რისი გაგება სურთ ჩემგან, რასაც ლამის ყოველდღე სატელევიზიო ეთერში არ ვამბობ, თუმცა თუ რამ განსაკუთრებული ინტერესი აქვთ და ჩემი მოსაზრება აინტერესებთ – მობრძანდნენ ეთერში და ნებისმიერ თემაზე ვისაუბროთ. ოღონდ როგორც ჟურნალისტი აუცილებლად დავუსვამ კითხვას რატომ არღვევენ საქართველოს კონსტიტუციას და ქვეყანას უცვლიან გეოპოლიტიკურ ორიენტაციას, რატომ არღვევენ ყოველ დღე ადამიანის უფლებებს, რატომ აღატაკებენ ქვეყანას და ხალხს აიძულებენ უცხოეთში გადაიხვეწონ ოჯახებით, რატომ აუქმებენ მრავალპარტიულობას და რატომ ამსგავსებენ საქართველოს პროვინციულ რუსეთს. გუბერნიას, რომელზეც უარიც ზუსტად 34 წლის წინ მთელმა ერმა თქვა და რომლის ისტორიის გადაწერას და მომავლის გამრუდებასაც სახელმწიფოს მიმტაცებელი რეჟიმი ცდილობს“ – თქვა თარგამაძემ.

კომისიის მომდევნოს სხდმა 31 მარტს, 11:00 საათზე დაიწყება.

პოსტის ნავიგაცია

სრულად წაკითხვა