გიორგი უშიკიშვილს სიმღერის სწავლება აუკრძალეს

3 weeks ago 13

მომღერალ გიორგი უშიკიშვილს სტუდენტებისთვის სიმღერის სწავლება აუკრძალეს.

გიორგი უშიკიშვილი, მომღერალი:

“არაფერია გასაკვირი! ასეთ უსამართლო ქვეყანაში ვცხოვრობთ! აღსანიშნავია რომ კომისიაში დარგის სპეციალისტი არ იყო. რაც ყველაზე მნიავნელოვანია, მოწვეულ სპეციალისტები ღიად ითხოვდნენ, რომ უფლება მოეცათ. კომისიის თავჯდომარეს, თელაველ კაცს ლევან შავაძეს, ზუსტად ეცოდინება ვინ რა დაავალა.”

პ.ს. საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს შემადგენლობა:
ლევან შავაძე – სსიპ – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარულ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი – საბჭოს თავმჯდომარე;

ქეთევან აფთარაშვილი – შპს – აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანი – საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;

ვაჟა კელიხაშვილი – ა(ა)იპ – საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის სტუდენტთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მენეჯერი – საბჭოს მდივანი;

ნარგულ ასანიძე – სსიპ – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის აგროეკოლოგიისა და სატყეო საქმის დარგობრივი დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი;

ნათია იორდანიშვილი – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე;

თეა მჭედლური – შპს ,,უნივერსიტეტი ალტერბრიჯის“ ხარისხის სამსახურის კონსულტანტი;

ვლადიმერ ადეიშვილი – სსიპ – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სწავლების მეთოდიკათა დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, პედაგოგიური ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი;

ციური დურული – სსიპ – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის პროფესორი, სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი;

ქეთევან ნანობაშვილი – შპს – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი;

დავით კაპანაძე – სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფესორი;

მაქსიმ იავიჩი – შპს კავკასიის უნივერისტეტის პროფესორი, კიბერუსაფრთხოების ცენტრის ხელმძღვანელი;

თამარ ზარანდია – სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, იურიდიული ფაკულტეტის დეკანი;

მზია წიკლაური – შპს – გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ასოცირებული პროფესორი;

ელიზბარ ელიზბარაშვილი – ა(ა)იპ – საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და ბიოტექნოლოგიის სკოლის დეკანი;

ქრისტინე ახალაძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს იურიდიული სამმართველოს უფროსი;

ბონდო გასვიანი – შპს – საქართველოს ეროვნული უნივერისტეტი სეუს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;

ირინა ლობჟანიძე – სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტის დირექტორი, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე ენისა და ლიტერატურის მიმართულებით პროფესორი.

სრულად წაკითხვა