გორში, სავაჭრო ცენტრ “გალერეაში” მკვლელობა მოხდა. მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი და მისი მამა.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, სროლა მაღაზიაში შელაპარაკებას მოჰყვა. მათივე ცნობით, რამდენიმე გასროლა მოხდა იმ დროს, როდესაც სავაჭრო ცენტრში მომხმარებლებიც იმყოფებოდნენ.
დილით, კიდევ ერთი სამწუხარო ამბავი გავრცელდა. როგორც დაღუპული გიორგის კლასელი ამბობს, როდესაც ბებიას ეს ამბავი გაუგია გული გაუსკდა.
“ბებიაც დაიღუპა ჩემი კლასელის გიოს ამბავი რომ გაიგო გული გაუსკდაო ამბობენ. არ ვიცი, როგორ უნდა მივუსამძიმრო გიოს მეუღლეს და დედას, 3 მიცვალებულია ერთ ოჯახში საშინელებაა. ბავშობიდან ერთად მოვდივართ და ასეთი ადამიანი თუ გამოგვაკლდებოდა ვერ წარმოვიდგენდით. არ ვიცი როგორ გადავიტანო. შოკში ვართ, არასოდეს, ჩხუბიც კი არ მოსვლია არავისთან”, – ამბობს გარდაცვლილი ბიჭის კლასელი “პრაიმტაიმთან”.
შეგახსენებთ,რომ შემთხვევა გუშინ, 28 აპრილს, წმინდაწყლის უბანში მოხდა. ფაქტზე გამოძიება 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
წყარო: პრაიმტაიმი