გოგა მანია ამტკიცებს, რომ ნანუკა ჟორჟოლიანთან დაკავშირებით დაკავშირებით ხილვა ჰქონდა - რა ბედი ელის ცნობილ ჟურნალისტს ?

1 day ago 5

ეზოთერიკოსმა გოგა მანიმ ახალ ხილვებსა და წინასწარმეტყველებაზე ისაუბრა:

„ბერის სიკვდილს ვხედავ, რომელსაც ძალიან ბევრი მიმდევარი ჰყავს და საკმაოდ ცნობილია. ამასთან, ვხედავ ერთ-ერთი ყოფილი მაღალი რანგის პოლიტიკური ფიგურის გარდაცვალებას, ამჟამად კლინიკაში იმყოფება.

წყალმოვარდნები, ხანძრები, მიწისძვრები იქნება საქართველოში, თუმცა ნაკლები დანაკარგით, რადგან საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა.
ერთ-ერთ გავლენიან „კანონიერ ქურდს“ ჩაცხრილავენ და მოკლავენ. იქნება, ძალიან ცნობილი ჟურნალისტის სცენაზე გარდაცვალება.

საქართველოში სტიქიებს ვხედავ, განსაკუთრებით საფრთხეშია კახეთი. ამასთან იქნება მოსავლის გაფუჭება, სტიქიის შედეგად. წყალმოვარდნები, კლდის ჩამოშლა, რიკოთზე ერთ-ერთი გვირაბის დახურვას ვხედავ.

უახლესი ხილვა კი მქონდა ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანზე, მას დააკავებენ!“, - განუცხადა გოგა მანიამ „დაიჯესტს“.

წყარო: დაიჯესტი

სრულად წაკითხვა