გორში ავტომობილი დედა-შვილს დაეჯახა - ქალი გარდაიცვალა, 3 წლის ბავშვი მძიმე მდგომარეობაშია

2 hours ago 7

გორის ცენტრში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ავტომობილი გზაზე გადამსვლელ ქალსა და ბავშვს დაეჯახა. ქალი კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა, 3 წლის ბავშვის მდგომარეობა კი მძიმეა - მისი გადაყვანა თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში იგეგმება.

ავტომობილის მძღოლი პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე ათეულ მეტრში დააკავა.

საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით: ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობით ისჯება ავტოსაგზაო შემთხვევაში დამნაშავე მძღოლი, რომლის ბრალეულობითაც ადამიანი გარდაიცვალა.

  • ბოლო 10 წელიწადში, 2015-2025 წლებში, საქართველოს გზებზე ავარიებისას 5 324 ადამიანი მოკვდა.
  • მხოლოდ 2025 წელს საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევებს 469 ადამიანი ემსხვერპლა - მათგან 28 ბავშვი და 164 ქვეითი.
  • ავტოსაგზაო შემთხვევების და მის გამო დაშავებულთა ისეთი მაღალი სტატისტიკა, რაც 2025 წელს დაფიქსირდა, 2018 წლის შემდეგ არ ყოფილა - მსხვერპლთა რაოდენობაც ყველაზე მაღალია 2019 წლის შემდეგ.
  • ავტოსაგზაო შემთხვევების 43% თბილისში ხდება, მსხვერპლთა რაოდენობა ყველაზე მაღალია იმერეთში.
  • იმერეთის შემდეგ გზებზე სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელია თბილისსა და კახეთში.
სრულად წაკითხვა