7
მლეთაში დაკარგული გურამ დადიანიძის დედა თბილისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ აქციას გამართავს.
სოფო ბიბილაშვილი გამოძიების მიმდინარეობითაა უკმაყოფილო.
ახლა უკვე ფიზიკურად გთხოვთ ყველას გვერდში დგომას, რადგან სამართლის პოვნა სხვაგვარად ვეღარ შევძელი!
ვაანონსებ აქციას!
25 ოქტომბერი, 17:00 საათი
შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარ შენობასთან, ორთაჭალაში ,გულუას N10″- წერს გურიკას დედა.
12 წლის წინ მლეთაში გაუჩინარებული გურიკა დადიანიძის საქმეზე გამოძიება გრძელდება. 16 სექტემბერს ბიჭის დედამ, სოფო ბიბილაშვილმა პოლიციას აცნობა, რომ გამოჩნდა ახალი მოწმე, რომელიც ამტკიცებს, რომ გურიკა გაუჩინარების შემდეგ ნახა. ოჯახი მოწმის გამოკითხვას ელოდება. გამოძიება ასევე დაინტერესდა დაკარგული ბიჭის პირადი ნივთებით, რომლებიც, დედის თქმით, მისი გაუჩინარების შემდეგ მამიდასთან აღმოჩნდა.
საერთაშიროსო alia.ge