5
ყოფილი პარალმენტარი, ირაკლი მელაშვილი:
,,რაც უფრო იზოლირებული ვიქნებით დასავლეთიდან, რაც უფრო მარტო იქნება საქართველო, მით უფრო მოგვიჭერს ხელს რუსეთი. რუსეთი საკუთარ საგარეო პოლიტიკაში პატარა ქვეყნებს განიხილავს როგორც საერთაშორისო პოლიტიკის ობიექტებად, რომელთაც რეალური სუვერენიტეტი არ გააჩნიათ. ამიტომ, ასეთი ქვეყნების მთავრობებთან ურთიერთობებში რუსეთი არ ეძებს პარტნიორებს და თანამოაზრეებს, ის ცდილობს ან შეიერთოს, ან მაქსიმალურად დაიმორჩილოს და რუსეთის ყურმოჭრილი ყმებად აქციოს ისინი. ნუ, ვისაც თუნდაც ჩვენი ისტორია არ ასწავლის ჭკუას, იმას ვერაფერში დავეხმარები.
ის, რომ ჩვენ ფაქტობრივად პარტნიორი და მოკავშირე ქვეყანა აღარ გვყავს, ეს საქართველოს დიდი სისუსტეა და რა თქმა უნდა პუტინი ეცდება ამის გამოყენებას. ამიტომ, რუსეთის გადაწყვეტილება შეზღუდოს ჩვენი პროდუქციის ექსპორტი რუსეთში, სრულიად ლოგიკურია. რუსეთმა იცის, რომ ასეთი გადაწყვეტილებებით მას შეუძლია სერიოზულად გააუარესოს საქართველოს სოციალურ ეკონომიკურ ვითარება, ამით საფრთხე შეუქმნას სკამებზე ჩაფრენილ მთავრობას და ზეწოლას ახდენს ხელისუფლებაზე მისგან მეტი პოლიტიკური დათმობების მისაღებად.
რუსეთი ყოვლთვის ეცდება, პარტნიორების და მოკავშირეების გარეშე დარჩენილი საქართველოს ნებისმიერი ხელისუფლების, თუნდაც ასეთის, დაჩოქებას! ვინც ამას ვერ ხვდება და იმედი აქვს, რომ “თუკი ჭკვიანად მოვიქცევით, პუტინი დაგვიყვავებს და საერთოდ ტერიტორიებს დაგვიბრუნებს” წარმოდგენა არ აქვს არც რუსეთის ისტორიაზე და არც რუსეთის თანამედროვე პოლიტიკაზე!“
საერთაშიროსო alia.ge