მწერალი გურამ დოჩანაშვილი მისი ცხოვრების მთავარ მცნებას გვიზიარებს:
“მე ასე მასწავლეს:
ადამიანის გულსა და გრძნობებს უნდა გაუფრთხილდე, არ უნდა მოატყუო, არ უნდა ატკინო გული და არ უნდა დაპირდე იმას, რასაც ვერ შეასრულებ…
მე ასე მასწავლეს:
ცხოვრება ხანმოკლეა, ამიტომ ყოველი დღე ისე უნდა იცხოვრო, რომ იცოდე – დღეს რაღაც კარგი გააკეთე, ვიღაცას სიხარული და ღიმილი მოჰგვარე…
მე ასე მასწავლეს:
როცა იტყვი, რომ გიყვარს, ამ სიტყვებსაც და იმ ადამიანსაც მთელი გულით უნდა უერთგულო, რადგან სიყვარული თამაში არ არის…
მე ასე მასწავლეს:
არ უნდა გაჭორო, არ უნდა განიკითხო და გაასამართლო, რადგან ადამიანები ერთმანეთის მსაჯულები კი არა დამხმარეები უნდა ვიყოთ.”