გურამ ლორთქიფანიძე: „ვფიქრობდი, მტკვარში თავი დამეხრჩო და ყველაფერი ამით დამესრულებინა“ საიდუმლო, რომელიც ლორთქიამ „სარკესთან“ გაამხილა

1 day ago 3

 „ვფიქრობდი, მტკვარში თავი დამეხრჩო და ყველაფერი ამით დამესრულებინა“„სარკე“, ირინე მჭედლიძე

მაშინაც შემოდგომა იდგა. თბილი, მაგრამ წვიმიანი დღე იყო. წინა დღით მსახიობმა გურამ ლორთქიფანიძემ, ახლობლებისთვის უბრალოდ ლორთქიამ, მითხრა, რომ სოლოლაკში, ლეონიძის ქუჩის კუთხეში დამელოდებოდა. ვჩქარობდი, 70 წელს გადაცილებულ მსახიობთან შეხვედრაზე არ უნდა დამეგვიანა. 10 წუთით ადრე მივედი. ჩემი რესპონდენტი კი უკვე მელოდებოდა. ღია ყავისფერი, თხელი პალტო ეცვა და ხელში უზარმაზარი, შავი ქოლგა ეჭირა…

გურამ ლორთქიფანიძე „სარკეს“ თავის ცხოვრებაზე უყვებოდა, მათ შორის, სიყვარულზე:

– სიყვარული ორმხრივი უნდა იყოს. ქალს ფაქიზად უნდა მოეპყრო. ზოგჯერ შეიძლება მოიტყუო, უთხრა, დღესაც რა ლამაზი ხარო. ასეთი ტყუილი საჭიროა, რომ ძაფი არ გაწყდეს.

ერთი გოგონა მომწონდა. მასთან ძალიან მხიარული ვიყავი. სუფრასთან ვმღეროდი, ვმხიარულობდი. მერე გავიგე, რომ იმ გოგოსაც მოვწონდი. იცით, რა დამემართა? თითქოს შევიბორკე, მასთან ერთად ვეღარც ვმღეროდი, ვეღარც ვლაპარაკობდი. ერთხელ ჩაიში შაქრის ნატეხიც ვერ ჩავაგდე, ძირს დამივარდა. მოკლედ, იმ ქალთან საქციელი წამიხდა…

ერთ დღეს სახლამდე მივაცილე. უცებ მომიბრუნდა და მითხრა, ჩემ გვერდით აღარ დაგინახოო და დამშორდა. იცით, რა მომივიდა? სანაპიროს ფეხით გავუყევი. გრძელი პალტო მეცვა, პაპიროსს ვაბოლებდი.

ჩელუსკინელების ხიდთან გავჩერდი. მტკვარი მთვარეს ირეკლავდა. დავცქეროდი და ვფიქრობდი, მტკვარში თავი დამეხრჩო და ყველაფერი ამით დამესრულებინა. უკვე გადახტომას ვაპირებდი, რომ მხარზე ვიღაცამ ხელი მომითათუნა. მივიხედე, ჩემ წინ ახალგაზრდა კაცი იდგა. მითხრა, პაპიროსი მომაწევინეო. უცებ გამოვფხიზლდი. მივხვდი, რომ სისულელეს ჩავდიოდი. არადა, ის ბიჭი რომ არ მოსულიყო, ნაღდად გადავხტებოდი! ამას პირველად თქვენთან ვყვები…

წერილი სრულად იხილეთ ჟურნალ „სარკის“ ახალ ნომერში

სრულად წაკითხვა