ისტორიკოსი და მწერალი გურამ ქართველიშვილი კატეგორიულად გვაფრთხილებს:
“უსისხლო ომში ვართ. საქართველო ქართველებისგან ყოველდღიურად იცლება და ქვეყანაში იმ ეთნოსებს ასახლებს მთავრობის მიერ კარგახსნილი სავიზო რეჟიმი აზია აფრიკიდან, რომელთა აქ არშემოშვებისთვისაც დაიღვარა ზღვა სისხლი მთელი ჩვენი ისტორიის მანძილზე. თანაც იგივე მთავრობა ატყუებს ხალხს, რომ თითქოს მან რუსეთთან ომი აგვაცილა თავიდან. არადა რუსს რომ არაფერში სჭირდება დღეს საქართველოსთან ომი, ამას მეტად ცოტა ხვდება. რად უნდა ომი, როცა ქვეყანა, როგორც ქართული სახელმწიფო, თვითონ ინადგურებს თავს. სამმილიონნახევარი ქართველიდან საქართველოში უკვე 800 000 ადამიანიც აღარ არის დარჩენილი, ხოლო დანარჩენი ემიგრაციაში გადაიხვეწა. ვინც დარჩა, მათი ნაწილიც გაქცევაზეა სიდუხჭირის გამო. მათ სამუშაო ადგილებს და საცხოვრებელ არეალს კი თანდათან ეპატრონებიან მასები, რომლებიც მიზანმიმართულად მორღვეული საზღვრების გამო ზღვად შემოედინებიან ქვეყანაში აზია აფრიკიდან ან ჩრდილოეთიდან, ხოლო ვინმეს თუ ჰგონია, რომ ისინი აქ რუსს, ან რომელიმე სხვა დამპყრობელს გაუწევენ წინააღმდეგობას, სასაცილოდ ცდება. პირიქით ეს ახალშემოსახლებულები ყველას გაუწვებიან, ვინც მათ ამ ედემივით ქვეყანაში უსაფრთხოდ ცხოვრების გარანტიას მისცემს. სამშობიარო სახლებში უკვე მათი ქალები მშობიარობენ და ასი აზიელის დაბადების პარალელურად, ერთი ქართველი ძლივს იბადება. ამ ფონზე კი ვეკითხები იმ ქართველებს, რომლებიც დღესაც ხოტბას ასხამენ მთავრობას იმის გამო, რომ თურმე ომი აგვაცილა თავიდან. კი, მაგრამ რუსს აღარ ეკითხებით? უნდა ომი იმპერიას, რომელმაც საუკეთესოდ იცის ეს ყველაფერი? რომელიც ხედავს, რომ ქართველებისგან გამოშიგნულ საქართველოში მას უკვე სიტყვიერ წინააღმდეგობასაც არავინ გაუწევს? თუ რუსთაველზე მოსკანდირეებს ჰგონიათ, რომ მათი მუქარა შეაჩერებს იმპერიის ჩამოწოლას ამიერკავკასიაში? ან იქნებ ორ ,,კინკილად” შემორჩენილ მრევლს აქვს იმედი, რომ უფალი მოახდენს სასწაულს და საკუთარი სახელმწიფოს გამნადგურებელ დღევანდელ ქართველობას იხსნის ამ განსაცდელისგან? ან იქნებ მთავრობის იმედი აქვს ვინმეს, რომელიც ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილის (ან სხვა ანტიქართული საქმეების) ავტორ-შემსრულებელია?
დავდივარ ხალხში და საფრთხეებისადმი ისეთ სიბეცეს ვაწყდები, რომ მსგავსი არასდროს მინახავს. ვინ რას როშავს, ან ვინ რას ქადაგებს, თავს და ბოლოს ვერ გაუგებ. უწიგნურობა, საკუთარი სამშობლოს რაობის არცოდნა და ცრუ იმედებია ირგვლივ გაბატონებული. ე.წ. ელიტა კი სრული უწიგნურია (ან გაყიდული) და მხოლოდ პირადი გამდიდრებითაა დაკავებული. ოლიგარქიას კი, ვის ხელშიდაც ფულია, საერთოდ არ ანაღვლებს არაფერი. ტელევიზიები, პოლიტიკური პარტიები და განათლების სისტემა ასეთი დამაქცეველი პროცესების სამსახურშია. მალე დაესმება ამ ყველაფერს წერტილი. როგორც კი დასრულდება უკრაინის კრიზისი, საქართველოს ჯერი დადგება და ამ ქვეყანას სრულიად უსისხლოდ და უხარჯოდ გადაიბარებს ჩრდილო იმპერია შემოსახლებული აზია-აფრიკელებიანა, რომლებიც მშვიდი გამრავლების და ყოფა-ცხოვრების გარანტიებს მიიღებენ გეოპოლიტიკური ბატონისგან, რადგან არავითარი ეროვნულ – სახელმწიფოებრივი პრეტენზია არ გააჩნიათ ამ ტერიტორიაზე, რასაც ჯერ ისევ საქართველო ჰქვია.
ნუთუ ვერავინ ხვდება რასაც ახლა აქ ვწერ? ვერა? კეთილი. მალე მიხვდებით, რადგან ცხადად აგიხდებათ ეს ყოველივე ისევე, როგორც ჩემი და ჩემისთანების ათასობით გაფრთხილება ახდა თქვენი არხეინა ტაშფანდურის ფონზე, ქართველებო.”