გურამ ქართველიშვილის გულითადი  მოწოდება

12 hours ago 3

ისტორიკოსი გურამ ქართველიშვილი გადაცემის “გააგრძელე საქართველოს ისტორია” ავტორი ქართველებს მწარე რეალობისთვის თვალის გასწორებისკენ მოუწოდებს:

“თურმე ნუ იტყვით და ევროპას იმაში არ ეთანხმება მმართველი პარტია, რასაც თვითონვე ახორციელებს საქართველოში ინვესტიციის ნიღბის ქვეშ და ამას არც მეტი, არც ნაკლები, ისლამიზაცია ჰქვია. როგორც არ უნდა ფუთონ ეს ვითომ ინვესტიცია წარმატებულობის შარავანდედით მინისტრებმა, პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, პრეზიდენტმა, თბილისის მერმა, ბათუმის მერმა და რეჟიმის მოგალობე შუბლის ძარღვ – გაწყვეტილებმა, არაბებზე მიწების გაყიდვას ათასწლეულის ღალატად მონათლავს ისტორია. რა თქმა უნდა, თუ გადავრჩებით როგორც ერი (ასეთი ინვესტიციების შემდეგ) და ისტორიას ქართული სახელმწიფოებრივი აზროვნებით შეაფასებს ვინმე მომავალში. თუ არა და არაბები და სხვა აზიელები, რომლებიც ქართველების სამკვიდროს დაეპატრონებიან ფულით, ოქროს ასოებით ჩაწერენ თავიანთ ისტორიაში, თუ როგორ გაწმინდეს ერთხელ და სამუდამოდ ეს მიწა ურწმუნო გურჯებისგან და როგორ აქციეს მონებად მათმა წინაპრებმა ქრისტიანი ,,ზიმიები”. არც ქართველი იუდების ,,ღვაწლს” დაივიწყებს არაბული ისტორიოგრაფია და შეიძლება ძეგლებიც კი დაუდგან ამ მანქურთებს თავისი ჯილაგით გადავსებულ ნაქართველარ ქალაქებსა თუ სოფლებში. თქვენ კი, ვინც ამ ღალატს ემხრობით და ოცლარიანი საარჩევნო ,,პრასტიტუტკები” ბრძანდებით, არავინ მოგიხსენიებთ ისტორიაში, რადგან მალე მოგიწევთ მონის უღელი არაბული მათრახის თანხლებით. ჩვენ რა დავაშავეთ, თორე თქვენ ნამდვილად ხართ ყველა გადამთიელის მონათა მონობის ღირსი……….

პ.ს. თქვენ კი, იარარქებო, უფრო დადუმდით, სანამ სულ მარტო დარჩებით ტაძრებში უკვე უმრევლოდ დარჩენილები. სიტყვა არ დაგცდეთ შეშინებულებო ამბიონებიდან, თორე დაკარგავთ მარჩენალის ჩაწოდებულ 30 ვერცხლს, დედინაცვლად რომ გვიქციეთ ქართველებს დედა ეკლესია ყველა ამომგდებელთან თანამშრომლობით. თქვენ არ ხართ ერის სულიერი მამები? არაფერი მოგეთხოვებათ?”

სრულად წაკითხვა