გურანდა გაბუნია ოთარ მეღვინეთუხუცესზე

2 days ago 1

მსახიობი გურანდა გაბუნია მეუღლეზე ოთარ მეღვინეთუხუცესზე ერთ ისტორიას ყოველთვის დიდი ემოციებით იხსენებდა:

“ერთხელ ბიჭვინთაში კინემატოგრაფისტთა დასასვენებელ სახლში ვისვენებდით. ბიჭვინთაში მრავლად იყვნენ რუსი დამსვენებლები. ისინი გვიცნობდნენ, მაგრამ მათ შორის იყვნენ ისეთებიც, ვინც არ გვიცნობდა.
ერთი რუსი ქალი გამუდმებით ერთსა და იმავეს მიმეორებდა:
– რა ლამაზი ქმარი გყავს, რა წარმოსადეგი, მშვენიერი და თანაც როგორი წყნარი და მშვიდი…
– დიახ ქალბატონო, ოთარი ისეთი წყნარია, ისეთი მშვიდი… თავის სიცოცხლეში, როლების გარდა, ერთი ხმამაღალი სიტყვა არ უთქვამს, – ვეუბნებოდი მეც.
ერთხელაც ატყდა ყვირილი, მოცვივდნენ ჩემთან და მეუბნებიან, თქვენი ქმარი ზღვაში ვიღაც კაცს ახრჩობსო. ნამდვილად დაახრჩობდა, რომ არ მიმესწრო და ის საწყალი რუსი კაცი ხელიდან არ გამომეგლიჯა. თურმე ეს კაცი ქართველი დამსვენებლების სიმრავლით გაბრაზებულა, ცისფერთვალება ოთარიც რუსი ჰგონებია და მისთვის უთქვამს, რა კარგი იქნებოდა აქაურობა, ეს ქართველები რომ მოისპობოდნენ აქედანო… გაცეცხლებულ ოთარს მისი დახრჩობა გადაუწყვეტია და ახრჩობდა კიდეც, მაგრამ დროზე მივუსწარით და ის უბედური გადავარჩინეთ.”

სრულად წაკითხვა