დააკავეს კაცი, რომელმაც ქალს მუშტი დაარტყა

1 week ago 27

პოლიციამ დააკავა კაცი, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს მიხედვით, რუსულად მოსაუბრე ქალს სახეში მუშტს ურტყამს. მას 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

შემთხვევა თელავში, ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა.

„მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, თელავში, ერთ-ერთ სასტუმროში, ქორწილის მიმდინარეობისას სასტუმროში დამსვენებელმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა სასტუმროს ნომრის აივნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს ქორწილში მყოფ პირებს და წყალი დაასხეს აპარატურას, რის შემდეგაც ბრალდებულმა ფიზიკური დაზიანება მიაყენა უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს“, - აცხადებენ შსს-ში.

ქალი კლინიკაში გადაიყვანეს.

დაკავებულ კაცს ბრალს წაყენებენ სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით, რაც ნაკლებად მძიმე დაზიანების მიყენებისთვის სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

სრულად წაკითხვა