დადგა დრო, ივანიშვილმა პასუხი აგოს - ესტონეთის საგარეო მინისტრი აშშ-ის სანქციებს ეხმაურება

16 hours ago 2

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის შემდეგ, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა მიესალმება შეერთებული შტატების მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას.

„დადგა დრო, ივანიშვილმა გადაიხადოს საქართველოში დემოკრატიული პროცესების შელახვის ფასი“, - წერს ის პლატფორმა X-ზე.

ცაჰკნას განცხადებით, ესტონეთმა ბიძინა ივანიშვილმა და 27 სხვა პირს სანქციები დაუწესა საქართველოში კანონიერი პროტესტის ჩახშობის გზით ადამიანის უფლებების დარღვევებში მონაწილეობის გამო.

„მიხარია, რომ სხვები ამ მაგალითს მიჰყვებიან“, - წერს საგარეო საქმეთა მინისტრი.

ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი კიასტუტის ბუდრისიც მიესალმა. „როგორც იქნა“! - დაწერა მან.

2024 წლის 27 დეკემბერს შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა მილიარდერ ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს, - „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს. სანქციები ეხება Credit Suisse-თან მის დავასაც.

გადაწყვეტილება აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC-მა) გამოაქვეყნა თბილისის დროით 20:00 საათზე.

„ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ქმედებებმა ძირი გამოუთხარეს დემოკრატიული ინსტიტუტებს, ხელი შეუწყვეს ადამიანის უფლებათა დარღვევას, და საქართველოში ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვას ხელი შეუშალეს“, - აცხადებს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი.

სრულად წაკითხვა