დავით დოიაშვილი: მთავარი არ არის მე წავალ თუ მოვალ; მთავარია, გამოუშვათ პოლიტპატიმრები

2 days ago 5

„ვასო აბაშიძის სახელობის სახელმწიფო პროფესიული ახალი თეატრის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა, დავით დოიაშვილმა თეატრთან მის მხარდასაჭერად შეკრებილ ადამიანებს მიმართა. მისი თქმით, მთვარია, გამოშვან პროევროპულ აქციებზე დაკავებული ადამიანები, მათ შორის თეატრის მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე.

„ეს თეატრი იყო იმის მაგალითი, თუ როგორ შეიძლება დაუჭირო მხარი ერთ ადამინს და გამოუცხადო სოლიდარობა... ამ ყველაფერს ველოდი: ველოდი უფრო ადრე, ვიდრე ეს მოხდა. ვიქნები თუ არა ამ თეატრის ხელმძღვანელი, მეორე ხარისხოვანია... მე წავალ თუ მოვალ, არ არის მთავარი; მთავარია, გამოშვათ პოლიტპატიმრები“, - თქვა დავით დოიაშვილმა.

მის ამ სიტყვებს თეატრთან შეკრებილი ადამიანების ოვაციები მოჰყვა.

„ეს ყველაფერი დაიწყო სწორედ ჩვენთვის, ჩვენი თეატრისთვის კონკრეტულად, როცა შემოვიდნენ და დაიჭირეს ჩვენი სისხლი და ხორცი - ანდრო ჭიჭინაძე და ანდრო ჭიჭინაძის დაპატიმრებას მოჰყვა ის, რაც მოჰყვა. ამიტომაც, დღეს თეატრი არ დაბრუნდება, თუ მე ვარ ხელმძღვანელი, თეატრი ვერ დაბრუნდებოდა სცენაზე, სანამ ანდროს არ გამოუშვებდნენ, ამიტომ, გააკეთეს ის, რაც გააკეთეს. გასაგებია, მისაღებია, ყველაფერი ჩემთვის ნათელია“, - მიმართა დოიაშვილმა მის მხარდასაჭერად შეკრებილ ადამიანებს.

დღეს, 16 აპრილს, მედიასაშუალებებმა გაავრცელეს კულტურის სამინისტროს განცხადება, რომლითაც ცნობილი გახდა, რომ დავით დოიაშვილს თანამდებობა დაატოვებინეს.

სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო“, - წერია სამინისტროს განცხადებაში.

„ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი“ საპროტესტო ტალღაშია ჩართული თეატრის მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის დაკავების გამო - მსახიობი პროევროპული აქციების ერთ-ერთი მონაწილეა, მას პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება და მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრება.

პროევროპული აქციების პირველივე დღეებში პოლიციამ მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე საკუთარ ბინაში დააკავა. თეატრმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მის გასათავისუფლებლად ვადა 21 იანვრამდე მისცა, თუმცა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. 23 იანვარს რეჟისორმა დავით დოიაშვილმა საპროტესტო მანიფესტზე განაცხადა, რომ „ახალი თეატრი“ გავიდოდა რეგიონებში და ყველასთან მივიდოდნენ. მანიფესტი წარდგა თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის წინაშე.

სრულად წაკითხვა