ვასო აბაშიძის სახელობის თეატრის ხელმძღვანელის პოსტიდან დავით დოიაშვილი მოხსნეს.
ინფორმაცია “იმედმა”კულტურის სამინისტროზე დაყრდნობით გაავრცელა:
“სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.
აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.”
პ.ს. კულტურის სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე დავით დოიაშვილის გათავისუფლების შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გამოქვეყნებულა.