დავით ჩხობაძე: არ გავარუსებინებთ ჩვენს სამშობლოს ამ მოღალატე “ქართულ ოცნებას”!

2 weeks ago 14

სტუდენტური მოძრაობა ,,ნაბიჯის’’ დამფუძნებელი, დავით ჩხობაძე სააგენტო ,,პარალელთან’’ ინტერვიუში, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, პოზიციას აფიქსირებს მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულ ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის გასაპროტესტებლად ორგანიზებულ აქციაზე:

,,არ გავარუსებინებთ ჩვენს სამშობლოს ამ მოღალატე ,,ქართულ ოცნებას”!

ეს არის ჩვენი მთავარი მესიჯიც, მოთხოვნაც და მე ვფიქრობ, რომ ყველა საქართველოს მოქალაქე და პატრიოტი ვისაც გული უძგერს და ქვეყანაზე გული შესტკივა უნდა გამოვიდეს რუსთაველის მოედანზე.

იმიტომ, რომ ამ ადგილზე ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი თავისუფლება, როგორც 1978 წლის 14 აპრილს დაიცვეს ჩვენი დედაენა და ქართული ანბანი, ისევე დღეს ჩვენ გვაქვს ჩვენი დამოუკიდებლობა, თავისუფლება და სუვერენიტეტი დასაცავი და შესანარჩუნებელი“, – განაცხადა დავით ჩხობაძემ.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

სრულად წაკითხვა