კითხვის დრო: 2 წთ.
მწერალი დათია ბადალაშვილი ძალიან კარგი ინიციატივით გამოდის:
“გამარჯობა, მეგობრებო!
მე დათია ბადალაშვილი ვარ, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ დიდი თონეთის სკოლის მასწავლებელი.
მასწავლებლობასთან ერთად, ჩემი პატარა სატვირთო მანქანით მიმდებარე სოფლებში დავდიოდი – ორბეთში, დიდ თონეთში, მანგლისში, თეთრიწყაროსა და სამშვილდეში. ბავშვებთან მიმქონდა წიგნები და სათამაშოები, სამშვილდეში ადგილობრივ სომეხ ბავშვებს ქართულ ენას ვასწავლიდი, გზად კი მიუსაფარ ცხოველებსაც ვეხმარებოდი.
სამწუხაროდ, ახლა მანქანა აღარ მყავს და ჩემი პროექტი – მოგზაური წიგნები-mogzauri tsignebi – შეჩერებულია. ბავშვებთან სიარულს ვეღარ ვახერხებ.
ჩემმა მეგობრებმა და კოლეგა-მასწავლებლებმა გადავწყვიტეთ, ეს საქმე ერთად გავაცოცხლოთ და ბავშვებთან დავბრუნდეთ!
თქვენც შეგიძლიათ, გახდეთ ამ პატარა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი საქმის ნაწილი:
წიგნებითა და საგანმანათლებლო რესურსებით – თუ გაქვთ ბავშვებისთვის განკუთვნილი წიგნები ან შემეცნებითი თამაშები, სიამოვნებით წავიღებთ სოფლებში.
ცოდნის გაზიარებით – თუ გაქვთ სურვილი და დრო, შემოგვიერთდით და ბავშვებს თქვენი ცოდნა გაუზიარეთ.
ფინანსური მხარდაჭერით – ნებისმიერი თანხა მნიშვნელოვანია და პროექტის აღდგენაში დაგვეხმარება.
ანგარიშის ნომრები:
#GE57TB7297845061600037
მიმღები: დავით ბადალაშვილი
#GE62BG0000000613687945
მიმღები: ნინო დათაშვილი
გთხოვთ, გააზიაროთ ეს პოსტი, რათა ჩვენი ამბავი მეტ ადამიანამდე მივიდეს.
უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენგანს მხარდაჭერისთვის!”
გართობა artinfo.ge