ნინო მუმლაძე: “მჭირდება დახმარება!”

ტექსტის ზომა 100%
ნინო მუმლაძე: “მჭირდება დახმარება!”
WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

კითხვის დრო: 2 წთ.

 “მჭირდება დახმარება!”მსახიობი ნინო მუმლაძე დახმარებას ითხოვს:

“მჭირდება დახმარება!
ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი ადამიანისგან, რომლის ვინაობაც არ ვიცი. მირეკავს, მწერს და შეურაცხმყოფელ ვიდეოებს მიგზავნის ძირითადად ღამის საათებში ვოთსაფზე, ვაიბერში და ტელეგრამზე შემდეგი ნომრებიდან:
+48573586629
+44 7520 688261
+44 7451 296151
+44 7451 296151
ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, ყოველ ჯერზე, როცა ვბლოკავ ახალი ნომრიდან მირეკავს და ყველა ნომერი იწყება +4 ინდექსით… რა თქმა უნდა, სახეს არ აჩენს, თორემ უფრო მარტივი იქნებოდა მისი გამოჭერა. სულ თავიდან ძველი მეგობრის ნომრიდან დამიკავშირდა ტელეგრამზე, მთხოვდა დახმარებას, მაშინვე ეჭვი შემეპარა და როდესაც ჩემს მეგობარს დავუკავშირდი, მითხრა, რომ ტელეგრამი დიდი ხნის წინ გაუტეხეს და ასე მისი სახელით თხოვს ფულად დახმარებას მის მეგობრებს… როდესაც მივწერე ამ თავდამსხმელს, რომ ვიცი მისი ტყუილის შესახებ და ვურჩევ თავი დამანებოს, დაიწყო დამუქრება, დამცირება და ფსიქოლოგიური ტერორი ასე სხვადასხვა ნომრებიდან… ეს გრძელდება უკვე 3 თვეა და ძალიან ვარ შეწუხებული… თუ ვინმემ იცით, იქნებ მითხრათ რა შეიძლება მოვიმოქმედო? ან რამდენად ექნება შედეგი პოლიციასთან თანამშრომლობას, როდესაც ნომრები სხვა ქვეყნის ინდექსებით არის დაფიქსირებული? ასევე თუ ვინმე სადმე ჩემი სახელით ფულად დახმარებას გთხოვთ, სავარაუდოდ ეს ავადმყოფი გწერთ.”

Artinfo.ge

სრულად წაკითხვა
📢 თქვენი რეკლამის ადგილი
განათავსეთ ბანერი და მოიზიდეთ ათასობით მომხმარებელი
✈️ Telegram: @WeboGeorgeIDS