ფრიდონ სულაბერიძე თიკა რუხაძის წინააღმდეგ

ტექსტის ზომა 100%
ფრიდონ სულაბერიძე თიკა რუხაძის წინააღმდეგ
WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

კითხვის დრო: 2 წთ.

ფრიდონ სულაბერიძე თიკა რუხაძის წინააღმდეგანსამბლ “სუხიშვილების” ოქროს თაობის ლეგენდარული მოცეკვავე ფრიდონ სულაბერიძე კულტურის ყოფილმა მინისტრმა თიკა რუხაძემ კაბინეტიდან გააგდო. ინფორმაცია უმცროსმა ფრიდონ სულაბერიძემ გაავრცელა. მისი თქმით, ანსამბლ “რუსთავის” ხელმძღვანელი ფრიდონ სულაბერიძე ჯერ 2 საათი ალოდინეს კულტურის სამინისტროს მოსაცდელში, შემდეგ კი კაბინეტიდან გააძევეს. ფრიდონ სულაბერიძე და მისი ვაჟი თიკა რუხაძესთან შეხვედრაზე კულტურის სამინისტროში ანსამბლ “რუსთავის” ახალი ქორეოგრაფის მამუკა ცერცვაძის კანდიდატურის წარსადგენად იმყოფებოდნენ. მამუკა ცერცვაძის კანდიდატურა დაიბლოკა, რადგან ის ანსამბლ “სუხიშვილების” მოცეკვავე იყო. ამასთან დაკავშირებით ფრიდონ სულაბერიძეს სასამართლოში სარჩელიც აქვს შეტანილი. ის გათავისუფლებული მოცეკვავის ანსამბლში აღდგენას მოითხოვს, თუმცა სარჩელი 1 წელია არ განხილულა.

ფრიდონ სულაბერიძე უმცროსი:

“მამაჩემი “სუხიშვილის” მოცეკვვავე იყო და მამუკა ცურცვაძე თუ “სუხიშვილის” მოცეკვავე იყო, ამით რა დაშავდებოდა? შელაპარაკება მოხდა და თიკა რუხაძემ დაიწყო მაგიდაზე ხელების დარტყმა, გაიყვანეთ, აქ არ დამანახოთო, დაუძახა დაცვას. სასამართლოში სარჩელია შეტანილი და გაჩერებულია 1 წელია. ის განიხილება დღესაც და თუ სასამართლო ჩაინიშნება, ჩვენ ვიქნებით მომსწრე იმ ფაქტისა, რომ ყველა მოცეკვავე და პერსონა, რომელიც გაათავისუფლეს სამსახურიდან და იძულებულები გახდნენ, რომ გაეთავისუფლებინათ , სამართლიანობა აღდგება და ყველა დაბრუნდება თავის ადგილზე.”

Artinfo.ge

სრულად წაკითხვა
📢 თქვენი რეკლამის ადგილი
განათავსეთ ბანერი და მოიზიდეთ ათასობით მომხმარებელი
✈️ Telegram: @WeboGeorgeIDS