 მწერალი და ინტელექტუალური კლუბის “რა? სად? როდის?” მოაზროვნე დათო გორგილაძე “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს მიმართავს:
მწერალი და ინტელექტუალური კლუბის “რა? სად? როდის?” მოაზროვნე დათო გორგილაძე “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს მიმართავს:
“რიგითო, არაჩინოსანო ქოცო, ვისი ბედიც ივანიშვილს გაქნეულზე ჰკიდია, დაფიქრდი, აბა? შენ რომ მაღაზიიდან ერთი შეკვრა ფქვილი მოიპარო, ხომ ჩაგაყუდებენ? ჩვენზე აღარაფერს ვამბობ, ციხეს დაგვაშენებენ თავზე, მაგრამ შენც ხომ დაგიჭერენ? ღარიბაშვილმა ათობით მილიონი მოიპარა (ალბათ ასობით, მაგრამ კარგი, რასაც საჯაროდ აღიარებს, იმაზე ვილაპარაკოთ) და არ აკავებენ. ხო დაგა.ვეს თავ-პირზე, ვისაც ამდენი წელი “ჩემო ღირსეულო პრემიერო” გაწერინეს? ჯერ სად ხართ. თქვენ თუ ვერ ხვდებით, გამოცდილებას დაუჯერეთ: ივანიშვილს თქვენ მეტად ეზიზღებით, ვიდრე ჩვენ და იცით რატომ? ყურმოჭრილი მონებად გხედავთ თქვენი პატრონი. მონებად, რომლებიც თავისუფლებაზე არც კი ფიქრობენ.
რიგითო ქოცო, ამაზეც დაფიქრდი: რატომ შედიან პროტესტის მონაწილეები ციხეში ამაყად, თავაწეულები და, ზოგჯერ, თავიანთი ფეხით (მეგობრებისადმი სოლიდარობის გამო) და თქვენი ყოფილი ჩინოვნიკები რატომ დადიან ჩასვრილები, ცდილობენ თავის დაძვრენას, იშვერენ ხელებს ერთმანეთისკენ, უარყოფენ ერთმანეთს და იხდიან გირაოში ნაპარავ ფულს. იმიტომ ხომ არა, რომ პირველები წესიერი და მართალი ადამიანები არიან და მეორეები ჩათლახები?”

 1 day ago
                        3
                        1 day ago
                        3
                    
 
     
    





 English (US)  ·
                        English (US)  ·        Georgian (GE)  ·
                        Georgian (GE)  ·