მწერალი დათო ტურაშვილი თავისუფლებასა და თავისუფალ ადამიანს პატარა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან ჩანაწერს უძღვნის:
“მაშინ კი არ ხარ თავისუფალი სინამდვილეში, როცა ბატონი არ გყავს, როცა შენ არ გინდა ვინმეს ბატონი იყო, მაშინ უფრო თავისუფალი ხარ. აზროვნების კატეგორიაა თავისუფლება. დამოუკიდებლობა კი აღვადგინეთ რამდენი წელია, მაგრამ თავისუფლები ვერ გავხდით, იმიტომ რომ თავისუფლება უფრო გრძელი და რთული პროცესია. ეს არის პროცესი, რომელსაც შეიძლება მთელი ცხოვრება დასჭირდეს. პოსტსაბჭოთა ადამიანისთვის ძალიან ძნელია გახდეს თავისუფალი. მას მონის ფსიქოლოგია აქვს, ის ვერ გახდება თავისუფალი. საშინელებაა, რომ იბადები მენტალურად მონა. მონები ვერაფრით ვერ იგებენ თავისუფლება რა არის. ეს შემიმჩნევია ადამიანებში. თვითონ მონის ცნობიერება რომ აქვს, ვერ იგებენ, როგორც შეიძლება ადამიანი იყოს ასეთი თავისუფალი. პირად მაგალითზე მიგრძვნია და ეს არის საშინელება.”