დაკავებულია სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე (ფარული ჩანაწერი)

4 days ago 1

წაკითხვა: 152

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე.

გამოძიების ცნობით, ამ ეტაპზე გამოვლენილია, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გალავანში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, ჯამში, 2 ჰა ფართობის, ორი მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის, კერძოდ, სასოფლო-სამეურნეო სტატუსიდან არასასოფლო-სამეურნეო სტატუსზე გადაყვანის სანაცვლოდ, დაკავებულმა პირმა უცხო ქვეყნის ერთ-ერთ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა  400 000 დოლარი, საიდანაც მისთვის წინასწარ უნდა გადაეცა 100 000 აშშ დოლარი. ბრალდებულის განმარტებით, თავად იქნებოდა გარანტი, რომ ორივე მიწის ნაკვეთს შეეცვლებოდა მიზნობრივი

დანიშნულება.

2025 წლის 5 სექტემბერს, დაკავებულის მოთხოვნით, უცხო ქვეყნის  მოქალაქემ 400 000 აშშ დოლარიდან მას წინასწარ გადასცა  თანხის ნაწილი – 80 000 აშშ დოლარი, რომლის ამსახველი ფაქტიც ფარულად იქნა გადაღებული.

დანაშაული  11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოსტის ნავიგაცია

სრულად წაკითხვა