თელავში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ღამით მოსული უხვი ნალექის შედეგად თელავის ხევი ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა. დაიტბორა კავკასიონისა და ალაზნის გამზირები. „ნეტგაზეთს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, რომ სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა. დაიტბორა კორპუსების პირველი სართულები და სარდაფები, ასევე აფთიაქები, მაღაზიები და სხვა ობიექტები.
„ოცნების“ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ რომელიც კახეთში იმყოფება უპასუხა ჟურნალისტების კითხვას ე.წ. „ხერხეულიძის დამბებზე“ და თქვა, რომ ნაგებობამ თავისი ფუნქცია შეასრულა:
„2015 წელს გაიწმინდა, ბოლოს 2021-2022 წელს დატარდა ამ დამბებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები. მე ზოგადად არ მესმის, როგორ შეიძლება ოპონენტებმა ისარგებლონ სტიქიური უბედურებით და სასპეკულაციოდ გამოიყენონ ეს თემა. ყველა ქვეყანაში ხდება სტიქიური უბედურება, სამწუხაროდ, დღეს ჩვენთანაც მოხდა თელავში. ეს არის სტიქია. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა ეს არ მოხდეს და საპრევენციო ღონისძიებები მაქსიმალურად ყველგან ტარდება. თუმცა მიუხედავად საპრევენციო ღონისძიებების, დაზღვეული არასდროს არ ვართ ხოლმე სტიქიისგან.
დღეს ჩვენ ვიმყოფებოდით, ამ დამბებმა შეასრულა თავისი ფუნქცია ამ სტიქიის დროს. უფრო დეტალურად იმის ანალიზი, თუ რა მოხდა გუშინ ღამით და რატომ განვითარდა ეს პროცესები, უახლოეს დღეებში სპეციალისტების ჩართულობით გვეცოდინება, თუმცა აქ დამბები ნამდვილად არაფერ შუაში არ არის“.
სოხაძის განცხადებით, თუ სადმე რაიმე კანონდარღვევითაა აშენებული, ან რომელიმე შენობა საფრთხისშემცველია, „ხელისუფლებას ექნება ადეკვატური რეაქცია“.
თელავში უხვი ნალექის შედეგად ხევი ადიდდა – დატბორილია ქუჩები

4 hours ago
8







English (US) ·
Georgian (GE) ·