“დარწმუნებით ვამბობ, რომ მზია ამაღლობელი უდანაშაულოა და ის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს!” – ნიკა გვარამია

1 day ago 2

“კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერი, ნიკა გვარამია ემოციური პოზიცია-შეფასებებით ეხმაურება გამოცემების “ბათუმელების” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაკავების ფაქტს და სასამართლოს გადაწყვეტილებას, რის შედეგადაც მედია მენეჯერი პატიმრობაში დარჩა:

მზია ამაღლობელს არ ვიცნობ. სამაგიეროდ, ვიცი მისი მოღვაწეობის შედეგი:

ბათუმელები და ნეტგაზეთი. ნეტგაზეთი ჩემი საყვარელი მედიაა – გამორიცხულია, რაიმე მაინტერესებდეს და ერთერთ უმთავრეს საინფორმაციო წყაროდ არ გამოვიყენო.

მზია ამაღლობელს არ ვიცნობ. სამაგიეროდ, ვიცი რას ამბობენ მასზე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საპატივცემლო ადამიანები, თან, უკლებლივ ყველა, ვინც მას იცნობს.

მე მათი მჯერა და ვიცი, რომ მზია ამაღლობელი აჭარის საზოგადოების და იქაური მედიის ლეგენდაა. მაგრამ ნეტგაზეთი ნამდვილად არაა ლოკალური მოვლენა და შემიძლია ყველა დავარწმუნო – მზია ამაღლობელი ქართული მედიის ლეგენდაცაა.

მზია ამაღლობელს არ ვიცნობ. სამაგიეროდ, ვიცი რაცაა ივანიშვილის რეჟიმი და ომონად ქცეული ქართული პოლიცია. ამიტომ, დარწმუნებით ვამბობ, რომ მზია ამაღლობელი უდანაშაულოა და ის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს!

თავისუფლება მზია ამაღლობელს და ყველა პოლიტპატიმარს!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნიკა გვარამია.

სრულად წაკითხვა