“ქვეყანაში კრიზისია, წინა დღეებში ხუთი ბავშვი დაიფერფლა, გლოვის დღე იყო, ხელისუფლება ჩიხშია, ან რა გეკონცერტება, ან რა გესკანდალება” – ელისო კილაძე

21 hours ago 3

აბუ დაბის სასტუმროში მომხდარ სკანდალურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით კონკრეტულ შეფასებებს აკეთებს მედიაჰოლდინგ “ქრონიკა +”-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე:

ინფორმაციას ზარქუას და სანიკიძის დაკავებაზე ვაზუსტებ, როგორც კი დეტალები მეცოდინება, დავწერ.

ახლა მხოლოდ მორალზე:

ქვეყანაში კრიზისია, წინა დღეებში ხუთი ბავშვი დაიფერფლა, გლოვის დღე იყო, ხელისუფლება ჩიხშია, ან რა გეკონცერტება, ან რა გესკანდალება.

აბუ დაბის რედისონი რუსთაველის გამზირი და პარლამენტის შენობა გეგონათ, სადაც სპეცრაზმი გიცავთ?!

ჩემმა ჩიტმა, ბიძინა ძალიან გაბრაზებულია, შესაძლოა ესენი პარლამენტიდან გაყარონო!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ელისო კილაძე.

სრულად წაკითხვა