დასახელდა პსჟ-ს ძირითადი შემადგენლობა ლივერპულის წინააღმდეგ!

1 month ago 14

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, “პარი სენ-ჟერმენი” „ლივერპულს” უმასპინძლებს. დაპირისპირება, რომელსაც ქართველი გულშემატკივარი მოუთმენლად ელის, 23:55 საათზე დაიწყება.

პრინციპული მატჩის წინ, “პარი სენ-ჟერმენის” ძირითადი შემადგენლობა გამოქვეყნდა. “ბრესტთან” შეხვედრის მსგავსად (ჩემპიონთა ლიგის პლეი-ინის საპასუხო მატჩი), პარიზული კლუბის თერთმეტეულში მოხვდა ხვიჩა კვარაცხელია.

„პარი სენ-ჟერმენის” ძირითადი შემადგენლობა

დონარუმა – მარკინიოსი, ჰაკიმი, პაჩო, ნუნო მენდეში, ჟოაო ნევეში, ფაბიან რუისი, ვიტინია, ბარკოლა, დემბელე, კვარაცხელია.

წყარო: belive

სრულად წაკითხვა