„ველოდებით განჩინების ჩაბარებას. სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდა დაყადაღება. რომ წავიკითხავთ, შემდეგ გვეცოდინება დეტალები“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ორგანიზაციის წარმომადგენელმა ნათია თავბერიძემ.
ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი, რომლის დაფუძნებულიც არის „ნანუკას ფონდი“, „ფეისბუკში“ წერს, რომ დაყადაღებულია კიდევ ერთი ფონდის - „ფროსფერითი ჯორჯიას“ საბანკო ანგარიშებიც.
სამივე ორგანიზაცია ბოლო პერიოდში მეტწილად ორიენტირებული იყვნენ პროევროპული აქციების მონაწილეთა დახმარებაზე. ისინი მოქალაქეებს ეხმარებოდნენ პოლიციის გამოწერილი და სასამართლოს დაკისრებული სოლიდური ჯარიმების გადახდაში.
მასალა განახლდება