მანჩესტერ სიტის 33 წლის ფეხბურთელის კევინ დე ბრუინის მომავალს აქტიურად უკავშირებენ არაბულ და ამერიკულ კლუბებს.
გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი თავად ფეხბურთელმაც გააკეთა და განაცხადა, რომ ჭორები არ აინტერესებს.
"ჭორები ჩემს მომავალზე არ მაინტერესებს - ახლა უბრალოდ ვცდილობ როგორმე ჩემს სათამაშო დონეს დავუბრუნდე.
ვგრძნობ, რომ ყოველ კვირას ვუმჯობესდები და უკვე შემიძლია 90 წუთი ვითამაშო - ტრავმის გამო გამოტოვებული რამდენიმე თვე ცხადია არასასიამოვნო იყო
", - განაცხადა დე ბრუინმა.შეგახსენებთ, ბელგიელ ფეხბურთელს მანჩესტერ სიტისთან არსებული კონტრაქტი ზაფხულამდე აკავშირებს.