15 წლის იყო ლაგოდეხელი ბარბარა სამხარაძე, როდესაც მეგაპროექტ „ნიჭიერის“ გამარჯვებული გახდა და საქართველომ აღიარა.
ბარბარას არაერთხელ უსაუბრია საკუთარი ცხოვრების შესახებ. მას არასდროს დაუმალავს, რომ ზედმეტ წონას სხვადასხვა მეთოდით ებრძოდა, მათ შორის, დიეტებითაც. მის ცხოვრებაში 2023 წელს მნიშვნელოვანი რამ მოხდა – მან ბარიატრიული ოპერაცია გაიკეთა და ახლა წონის კლების ხანგრძლივ გზას გადის. ბარბარა შესანიშნავ ფორმაშია და ახალ ფოტოებზე მეგობრებისა და გულშემატკივრების უამრავ კომპლიმენტს იღებს.
მომღერალი ამბობს, რომ საკუთარი თავი ახლიდან გაიცნო. მან ოპერაციიდან 1 წელში 56 კილო დაიკლო.
„ძალიან კარგად ვარ, მაქვს მუსიკალური სტუდია, სადაც ბავშვებს ვამეცადინებ და შეიძლება ითქვას, რომ პატარ-პატარა ნაბიჯებით ჩემი ცხოვრების ოქროს ხანისკენ მივიწევ. მუდმივად უკეთესის მოლოდინში ვარ. ვცდილობ, რომ იმ საქმეში, რასაც ვაკეთებ, უფრო მეტი და კარგი შევქმნა. ვაშენებ ჩემს მომავალს და წინ მივიწევ“, – ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში ბარბარა.
თუმცა ჰქონდა ჩავარდნის პერიოდიც, გაირა დეპრესიის ხანაც, როგორც თავად ამბობს, ხანგრძლივი დროის განმავლობაში სახლიდან არ გადიოდა, მაგრამ ამასაც მოერია… არც არის გასაკვირი – ის ძლიერი ნებისყოფის, მიზანდასახული გოგონაა, თანაც ზურგს ოჯახი და შესანიშნავი დედა უმაგრებს.
ამავე თემაზე: ვისაც მოგენატრათ ბარბარა სამხარაძის შესრულება, მოუსმინეთ მის პირველ საავტორო სიმღერას, რომელიც…