ბათუმში მოზარდი, ალექსანდრე მიქელაძე 16 იანვარს გაუჩინარდა და ამ დრომდე ეძებენ.
მოზარდის დედა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს და ფოტოებს აქვეყნებს:
"უზომოდ მენატრები დეე... მჭირდები... დეე, იცი როგორ ენატრები შენს ძმებს...?! გამოჩნდი გემუდარები, ჩაგვეხუტე და შენებური იუმორით გაგვითბე გულები და გვახალისე" - წერს ნათია დიაკვნიშვილი.
"ველოდები ნათლისღების სასწაულს… 555 105 500 ნათია" - წერს ნათია.