დემენციასთან მებრძოლი კერკეტი კაკალი

1 week ago 4

19 მარტს ლეგენდარული  ბრიუს უილისი 70 წლის გახდა.

ალბათ რთული წარმოსადგენელია, რომ მაშინ, როდესაც გენიალური მსახიობის  იუბილეზე მის წარმატებაზე, განსახერებულ როლებსა და შემოქმედებაზე უნდა გვესაუბრა, მსოფლიო მედია მსახიობის განუკურნებელ სენზე წერს, ოჯახის წევრები, მეგობრები და გულშემატკივრები კი აქტიურად აქვეყნებენ მისალოც პოსტებს.

„გილოცავ დაბადების დღეს ჩემო საუკეთესო მეგობარო, შენ ხარ სინათლე, რომელიც არასოდეს ჩაქრება. ძალია მიყვარხარ და ვამაყობ რომ  ვარ შენი შვილი “-წერს მსახიობის ქალიშვილი ტალულა  სოციალურ ქსელში და მამის ფოტოს აქვეყნებს.

მამის 70 წლის იუბილეს ინსტაგრამ პოსტებით ეხმაურებიან ტალულას  დები, რუმერი და სკაუტი.

რუმერი სოციალურ ქსელ Instagram-ზე ბრიუსისა და დემი მურის სახალისო ცეკვის ვიდეოს ავრცელებს, რომელსაც თან ახლავს წარწერა: „მეფეს… მიყვარხარ მამიკო, ბედნიერი 70 წლის იუბილე, მამა“.

სკაუტმა კი მამის რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა: “დაბადების დღეს გილოცავ ყველა დროში შესანიშნავო. ყოველ დღე მადლობას ვუხდი ღმერთს იმისათვის, რომ ჩემი გენეტიკის 50% შენ გეკუთვნის. მუსიკა, რომელსაც ვქმნი, მაგია და ის მიმზიდველი არეულობა, რომელსაც მე აღვძრავ არის მამაჩემის მემკვიდრეობა, რომელიც სამყაროში ისევ ცოცხლობს“ .

ბრიუს ვილისს მეორე ქორწინებიდან კიდევ ორი მცირეწლოვანი ქალიშვილი ჰყავს -12 წლის მაბელ რეი და 10 წლის ეველინ პენი.

მსახიობმა, რომელიც ახლა განუკურნებელ სენს ებრძვის, 67 წლის ასაკში დაასრულა თავისი კარიერა და   კინოდან წავიდა.  მიზეზი სერიოზული იყო- 2022 წელის მარტში ბრიუს უილისის ოჯახმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მას აფაზიის დიაგნოზი დაუდგინდა, რაც მეტყველების დარღვევასა და ტვინის დაზიანებას იწვევდა.

მსახიობის კოლეგები და მეგობრები არაერთგან აღნიშნავდნენ, რომ მას ხშირად ავიწყდებოდა ტექსტი. ამასთანავე,  როგორც ჩანს, დაავადება სწრაფად პროგრესირდა და 2023 წლის თებერვალში უფრო ზუსტი დიაგნოზი დაისვა – ეს იყო ფრონტოტემპორალური დემენცია, რომლის დროსაც თავის ტვინის ფრონტალური და დროებითი უბნების ნერვული უჯრედები ეტაპობრივად ნადგურდება. ეს იშვიათი, სწრაფად პროგრესირებადი და განუკურნებელი დაავადებაა, რომელიც დემენციის ყველაზე გავრცელებულ ფორმად ითვლება და ძირითადად  60 წლამდე ასაკის ადამიანებში ვლინდება. დაავადება იწვევს ემოციურ პრობლემებს, აქვეითებს კომუნიკაციის უნარს და ართულებს გადაადგილებას.  .

ამერიკული კინოს ვარსკვლავის ჯანმრთელობაზე დღემდე აქტიურად ზრუნავს  მისი 5 ქალიშვილი, რომელიც მას ორი ქორწინებიდან ჰყავს, მეუღლე-ემა ჰემინგი და დემი მური, ბრიუსის პირველი ცოლი. მსახიობი მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე ძალიან იშვიათად ჩნდება საზოგადოების წინაშე.

შეგახსენებთ, რომ ბრიუს უილისი  1970-იანი წლებიდან გამოჩნდა  სცენაზე და კამერის წინ, როგორც მსახიობი. კარიერის საწყის ეტაპზე ძირითადად თეატრში და ტელესერიალებში იღებდნენ. 1985 წელს მან  წარმატრებისკენ  მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა სიბილ შეპარდთან ერთად სერიალში „The Model and the Sleuth  კერძო დეტექტივის როლი შეასრულა. ამ შესრულებისთვის მან ემისა და ოქროს გლობუსის ჯილდოები მოიპოვა.

უილისმა კინოს ისტორიაში თავისი განსაკუთრებული დატოვა კვალი და შექმნა გამორჩეული სახეები.  შეიძლება ითქვას, რომ მის საკულტო ფილმად დღემდე „კერკეტი კაკალი“ ითვლება, სადაც ნიუ-იორკელი პოლიციელის, ჯონ მაკლეინის როლი განასახიერა. ამასთანავე, მონაწილეობდა ისეთ ფილმებში, როგორებიცაა:  მაკულატურა, 12 მაიმუნი, მეხუთე ელემენტი და არმაგედონი.

სრულად წაკითხვა